ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ქალაქის ცენტრში გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება – ეს განცხადება დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა და ივანიშვილს თბილისელების სახელით დიდი მადლობაც გადაუხადა. სწორედ მომხდარს ეხმაურება სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული” პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ქეთი დოლიძე და ივანიშვილის მიერ გასაკეთებელ, უფრო სწორად უკან დასაბრუნებელთა ჩამონათვალს გვთავაზობს:
“პინგვინებს დააბრუნებს ანტარქტიდის ნაპირებთან.
ზებრას აფრიკაში..
ფლამინგოებს აზიაში..
ლემურებს მადაგასკარზე..
ხალებიან ირემებს იაპონიაში..
ტიტას, ევკალიპტს, ჭადარსა და მაგნოლიას აჭარა-გურიაში..
ოქროს საყდრისში..
ზღვას კალაპოტში..
აჩო თალაკვაძეს პოეზიაში
მათიკაშვილს სამრეცხაოში
სესიაშვილს უწყლო აუზში..
გომელაურს ბატუტზე..
გია აბაშიძეს სოფელ ზედა რგანში…
და ბოლოს თავად ბრუნდება მოსკოვებში… საჩხერის მოდელით!
ანაბრებს ვინ დააბრუნებს??”- წერს დოლიძე.