გურიაში დასაქმების ბაზრის კვლევა ჩატარდა

გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში დასაქმების ბაზრის კვლევა ჩატარდა.
გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს უჭირთ პროფესიული სასწავლებლების მიერ გადამზადებული კვალიფიციური კადრების დასაქმება. ასევე, მათთვის სწავლებაზე დაფუძნებული სამუშაო პრაქტიკის შეთავაზება;
ბოლო დროს შრომის ბაზარზე, რამდენიმე სფეროში, (მათ შორის აგრო მიმართულებით) ახალი კადრების/პროფესიების გადამზადების საჭიროება გაჩნდა;
კვლევის სრული შედეგები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. მათ შორის ასახულია პანდემიური პერიოდის გავლენა შრომის ბაზარზე.
პროექტის განმახორციელებლების ერთ–ერთი უახლოესი გეგმაა, ბიზნესის წარმომადგენლები დააკავშირონ პროფესიულ სასწავლებლებს და ერთობლივი პროექტებით ხელი შეუწყონ დასაქმებას.
პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” განმახორციელებლები ახალ ეტაპს იწყებენ. ამოქმედდება საგრანტო პროექტების, სტაჟირების, ფორმალური და არაფორმალური განათლების კურსები და პროგრამები.
პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share