ექსკლუზივი-ოზურგეთის მერია გომისმთის მიმართულებით ფეხით გადაადგილებასაც კრძალავს – მიზეზი წუხანდელი ინცინდენტი გახდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია კურორტ გომისმთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ ფეხით გადაადგილებასაც კრძალავს – მიზეზი წუხანდელი ინცინდენტი გახდა

მერიამ ამ თხოვნით გზების დეპარტამენტს უკვე მიმართა.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ კურპრტ გომისმთის მიმართულებით საავტომობილო გზის გაყვანის და მოასფალტების სამუშაოების დასრულებამდე ყოველგვარი გადაადგილება აიკრძალოს.

ამის მიზეზი წუხელ მომხდარი ინცნდენტია, როცა გომისმთის მიმართულებით მიმავალი რამდენიმე სოფელ ოზურგეთეში მაცხოვრებელი ადამიანი დაახლოებით 12 საათით გაუჩინარდა და მოგვიანებით მათ შველა ითხოვეს.

როგორც გაირკვა ახალგაზრდებს გზა აებნათ და 112 -ს დახმარებისათვს მიმართეს.

როგორც სამაშველო სამსახურში გვიმტკიცებენ გზააბნეულები ამ წუთებში კურორტიდან დაბაში მოყავთ.

ეს ბოლო ორი თვს განმავლობაში ამ გზაზე ახალგაზრდების დაკარგვის მეორე შემთხვევაა.

თუმცა წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, როგორც გვიმტკიცებენ ამჯერად დაშავებულები არ არიან:

“შესაბამისი სამსახურები მუდმივად იყვნენ სატელეფონო კონტაქტზე დაკარგულებთან, ამ წუთებში ისინი შემოქმედის მიმართულებით გადაყავთ” გვითხრეს არაოფიციალურ საუბრებში პოლიციელებმა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share