ოზურგეთში, სასულიერო პირებს საფლავების კურთხევის უფლება არ მისცეს. მამა ერმალაუსსა და მამა ლონგინოზს პარაკლისის გადახდამდე 30-მდე პოლიციის წარმომადგენელმა ადგილი დაატოვებინეს. ფაქტი “მოიდანახეს” სასაფლაოზე მოხდა.ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა.
პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
რაც შეეხება საფლავზე მყოფ სასულიერო პირებს, ისინი კონკრეტულად ვერ ხსნიან, თუ რატომ მოხდა მსგავსი ფაქტი, მით უფრო როცა საპატრიარქოს გაცხადებული ჰქონდა, რომ საფლავებს სასულიერო პირები აკურთხებდნენ.