საქართველოს საპატრიარქო გურიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.
ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა.
ცნობისთვის: დღეს დილით ოზურგეთში, “მოიდანახეს” სასაფლაოზე პარაკლისის გადასახდელად მისულ სასულიერო პირებს-მამა ერმალაუსს და მამა ლონგინოზს პოლიციამ ადგილი დაატოვებინა.