“რეგულაციები რომ მორჩება, აკურთხონ მერე”-გურიის პოლიციის უფროსი

გურიის პოლიციის უფროსმა, გიორგი შარაშენიძემ “პირველების” კორესპოდენტს უთხრა, რომ “აკრძალვა ეხება ყველას” და საფლავების კურთხევაც მაშინ უნდა მოხდეს, როცა აკრძალვები მოიხსნება.

ოზურგეთის ერთ-ერთ სასაფლაოზე მომხდარ ფაქტს, როცა ადგილობრივმა პოლიციამ საფლავზე პარასლისის გადასახდელად მისულ სასულიერო პირებს ადგილი დაატოვებინა, საპატრიარქო გამოეხმაურა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ნებისმიერი სასულიერო პირი დაუბრკოლებლად შეძლებს საფლავებზე მისვლას და პარაკლისის გადახდას.

საინტერესოა, ამ განცხადებას რას უპასუხებენ სამართალდამცველ სტრუქტურებში და რამდენად პრინციპული იქნება გურიის პოლიციის უფროსი სხვა მსგავს შემთხვევაში, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, საფლავებზე დაწესებული აკრძალვების გამო, სასულიერო პირები მოახდენდნენ მათ კურთხევას, არ დაემორჩილა და დღეს დილით რამდენიმე პოლიციელთან ერთად ოპერატიულად დაატოვებინეს მღვდლებს “მოიდანახეს” სასაფლაო.

პოლიციის მაღალჩინოსანმა მღვდლებს უთხრა, რომ “შეზღუდვა ყველას ეხებოდა:

“არა მგონია, სასაფლაოზე ერთი სასულიერო პირის შესვლის შემთხვევაში რამე მომხდარიყო… ვიცოდი, რომ ჩვენ საფლავების კურთხევის უფლება გვქონდა. უნდა გვეკურთხებინა იმ ადამიანების საფლავები, რომლებიც მართლმადიდებლურად აღესრულნენ. შარშანაც იყო რეგულაციები, მაშინაც იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები მობილიზებულები, მაგრამ შევდიოდი”- უთხრა “ტვ პირველს” მამა ერმალაოსმა.

უპრეცენდენტო შემთხვევა გურიაში დღეს დილით მოხდა და საინტერესოა როგორი გაგრძელება ექნება მომხდარს, როცა აგერ უკვე მეორედ უწევს საპატრიატქოს განცხადების გავრცელება-  პირველად აღდგომამდე, როცა ხალხს მოუწოდებდა  ა დღესასწაულზე სახლში დარჩენილიყვნენ, საფლავების კურთხევას კი საკუთარ თავზე სასულიერო პირები აიღებდნენ. მეორედ კი, დღეს როცა პოლიციის მხრიდან სასულიერო პირებს პარაკლისის გფადახდის სასუალება არ მიეცათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share