ვფიქრობთ, კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი გვექნება- წილოსანი

კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი გვექნება, – ამის შესახებ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ვხედავთ, რომ შეთანხმების დოკუმენტი ძალიან მკაფიო ჩანაწერს გვაძლევს, როგორც ამნისტიის მიზანზე, ასევე მის შინაარსზე, ამიტომ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი გვექნება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული. ერთი ოპოზიციის მიერ, ხოლო მეორე „ქართული ოცნების” მიერ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share