ჰაერის დაბინძურება მომაკვდინებელია. ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ იგი საშუალოდ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას სამი წლით ამცირებს. დაბინძურების არცერთი დონე არ არის უსაფრთხო, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საგანგაშო ზღვარი დაადგინა, ეს არის 10 მიკროგრამი კუბურ მეტრზე (მკგ / მ³). ამასთან, ბევრ ქვეყანაში PM2.5-ის ნაწილაკების დონე გაცილებით მაღალია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული ინფექციები, ინსულტი და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა მსოფლიოს ქვეყნების 84%-ში ჰაერის ხარისხი გააუმჯობესა, რამდენიმე ქვეყანაში ჰაერის დაბიძურების მაჩვენებელი კვლავ საფრთხის შემცველია. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული და სუფთა ქვეყნების ჩამონათვალს. სტატისტიკა 2020 წლის ბოლოს შედგა, მას შემდეგ სიტუაცია შესაძლოა, მცირედით შეიცვალა, თუმცა საერთო სურათი იგივე რჩება.
ყველაზე დაბინძურებული ქვეყნები: ქუვეითი: 34 მიკროგრამი/ მ3 ქუვეითში ჰაერის დაბინძურება სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, მათ შორის მანქანების სიმრავლით, სამშენებლო პროექტებით, კვამლით, მტვრისა და ქვიშის ქარიშხლებით. ქუვეითის ჰაერი 2020 წელს ჰაერის ხარისხის ინდექსის მიხედვით შეფასდა როგორც “ზომიერი”, რაც 2019 წლის რეიტინგთან შედარებით მცირედით გაუმჯობესებულია. 2020 წელს პანდემიის პერიოდში მანქანების მოძრაობის შემცირებამ და მშენებლობების შეჩერებამ ამ მხრივ სიტუაცია გამოასწორა, თუმცა გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. ჩინეთი: 34,7 მკგ / მ3 შხამიანი სმოგი ჩინეთის ქალაქებში ხშირად ჩნდება. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, 2000–2016 წლებში ჰაერის დაბინძურების ხანგრძლივი ზემოქმედებით ჩინეთში 30,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ეპიდემიამ დაბინძურების დონეზე გავლენა მოახდინა. ქვეყნის მასშტაბით აზოტის დიოქსიდის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა.
ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის თანახმად, 2020 წლის ივლისისთვის დაბინძურების დონემ პრე-პანდემიის დონეს გადააჭარბა და 2021 წელს ნაწილაკების დონის გაზრდას ელოდებიან. მალი: 37,9 მკგ / მ3 დასავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყანას, მალის, ჰაერის დაბინძურების მძიმე პრობლემები აქვს. PM2.5– ის კონცენტრაცია ქვეყანაში იმაზე სამჯერ მეტია, ვიდრე ჯანმო – ს სახელმძღვანელოშია მითითებული. (37.9 მკგ / მ3 – ზე). ზოგადად, დასავლეთ აფრიკაში ჰაერის ხარისხის გაზომვა რთულია, რადგან ადგილობრივი მონიტორინგის სისტემები შეიძლება არასანდო იყოს. ნეპალი: 39,2 მკგ / მ 3 სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში ურბანული დაბინძურების ყველაზე მაღალი დონეა. მათი წლიური დონე ხუთჯერ აღემატება რეკომენდებულ ლიმიტებს. ნეპალში ამის გამო გახშირებულია ფილტვებისა და კანის დაავადებები. ბოსნია და ჰერცეგოვინა: 40,6 მკგ / მ3 2020 წლის იანვარში ბოსნია ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმდენად მძიმე და დაბინძურებული სმოგი ჩამოწვა, რომ შვედეთის საელჩომ იგი „ცალკე კატეგორიად“ შეაფასა. გაეროს მონაცემებით, ქვანახშირზე მომუშავე დიდი ელექტროსადგურები ატმოსფეროში გოგირდის დიოქსიდს და სხვა დამაბინძურებლებს გამოყოფენ. მთავრობამ სარაევოს ცენტრში დიზელის მანქანებით გადაადგილება აკრძალა, მოსახლეობას კი ურჩია, რომ პანდემიის წინ დამცავი ნიღბები ატარონ. ქვეყანაში დაბინძურების დონე კორონავირუსისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმაც კი ვერ შეამცირა. 2020 წელს დაბინძურება 34.6 მკგ / მ3-დან 40.6 მკგ / მ3-მდე გაიზარდა.
ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლით კიდევ რამდენიმე ქვეყანა გამოირჩევა. ესენია: ინდონეზია: 40,7 მკგ / მ3 ყირგიზეთი: 43.5 მკგ / მ3 ყატარი: 44.3 მკგ / მ3 ომანი: 44,4 მკგ / მ3 ავღანეთი: 46.5 მკგ / მ3 მონღოლეთი: 46.6 მკგ / მ3 ინდოეთი- 51.9 მკგ / მ3 პაკისტანი: 59 მკგ / მ3 ბანგლადეში: 77.1 მკგ / მ3 ნაკლებად დაბინძურებული ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი: 8.3 მკგ / მ3 2020 წლის IQAir სიაში, ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების სტატისტიკაში დიდი ბრიტანეთი მე -15 ადგილზეა. ჰაერის დაბინძურების მოსაგვარებლად დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ამბიციური მიზნები დასახა. 2030 წლიდან ქვეყანაში ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვა აიკრძალება. ქარისა და ბირთვული ელექტროსადგურების მეშვეობით განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა იგეგმება. კოსტა რიკა: 8,2 მკგ / მ 3 კოსტა რიკაში 2019 – 2020 წლებში ჰაერის ხარისხი დაეცა. აქ ტრანსპორტი ურბანული დაბინძურების მთავარი წყაროა.
ავსტრალია: 7.6 მკგ / მ3 ავსტრალიის ქალაქებში მკაცრმა ეკოლოგიურმა რეგულაციებმა ხელი შეუწყო სუფთა ჰაერის შენარჩუნებას. თუმცა ხანძარმა, რომელიც გასულ წელს მოხდა, PM2.5 -ით ჰაერის დაბინძურება გამოიწვია. სიდნეიში ხანძრის დროს ჰაერის ხარისხმა რამდენიმე ადგილას “საშიშ” დონეს გადააჭარბა. ანდორა: 7.4 მკგ / მ3 პატარა ევროპულ ქვეყანას ანდორას, ჰაერის კარგი ხარისხი აქვს. PM2.5-ის საშუალო კონცენტრაციაა 7,4 მკგ / მ3. ანდორა სარგებლობს ჰიდროენერგეტიკით, რაც ემისიების შემცირებას უწყობს ხელს. კანადა: 7.3 მკგ / მ3 კანადის უმეტესი ქალაქი, მსოფლიოში ყველაზე სუფთაა ჰაერის მქონე დასახლებებად ითვლება. მაგალითად, ოტავას ქალაქის გარშემო ფართო მწვანე სივრცე აქვს. გადაადგილების ერთ-ერთი პოპულარული ფორმა, ველოსიპედით სარგებლობაა. კანადაში სუფთა ჰაერის დღეც კი ტარდება. პანდემიამდეც კი, კანადაში 2019 წელს დაბინძურების დონე იყო 7,7 მკგ / მ 3 იყო, 2020 წელს ის 7,3 მკგ / მ 3-მდე დაეცა. ნაკლებად დაბინძურებული ქვეყნების სიაში ასევე შედიან: ისლანდია: 7,2 მკგ / მ 3 ახალი ზელანდია: 7,0 მკგ / მ 3 ესტონეთი: 5.9 მკგ / მ 3 ნორვეგია: 5.7 მკგ / მ 3 ფინეთი: 5,0 მკგ / მ 3 შვედეთი: 5,0 მკგ / მ 3
აშშ ვირჯინიის კუნძულები: 3.7 მკგ / მ 3 ახალი კალედონია: 3.7 მკგ / მ 3 პუერტო რიკო: 3.7 მკგ / მ 3.
(წყარო – lovemoney.com)