ყველა ქალს შეუძლია იამაყოს სრულყოფილი ფიგურით, მაგრამ იშვიათია ქალი, რომელსაც სხეულზე პატარა პრობლემები მაინც არ ჰქონდეს და საკუთარი თავი ბოლომდე მოსწონდეს. გთავაზობთ ტანსაცმელს, რომელიც ყველა ფორმისა და წონის ქალს უხდება.
1. თეთრი პერანგი
თეთრი პერანგი თითქმის ყველაფერზე შეგიძლიათ ჩაიცვათ. კლასიკურ შარვალზე, დახეულ ჯინსებზე, შორტებზე, საღამოს ქვედაბოლოზე, განსაკუთრებულ წვეულებაზე.
2. წელში გამოყვანილი მიდი კაბა
ქალის სილუეტს მოხდენილს ქმნის წელში გამოყვანილი მიდი კაბა. ასეთი სტილის კაბა, კარგად ფარავს მუცელს და საუკეთესო ეფექტი იძლევა.
3. მკაცრი პიჯაკი
მამაკაცური მკაცრი პიჯაკი, შავი ფერის, თქვენს კარადას სრულყოფილებას შემატებს. მთავარია ის მაღალი ხარისხის ქსოვილისგან იყოს შექმნილი.
4. ღია, ქუსლიანი ფეხსაცმელი
ეს ჯადოსნური ფეხსაცმელი თქვენს ფეხებს დააგრძელებს და მოხდენილს გახდის. ყველა გემოვნებიან ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში.
5. „ბოიფრენდი“ ჯინსები
მართალია მამაკაცებს ამ მოდელის ჯინსები ასექსუალად მიაჩნიათ, მაგრამ აღიარებენ, რომ ამ ჯინსებში ქალი უფრო სუსტი, ნაზი და დაუცველია.
6. კლასიკური გრძელი, თხელი ქურთუკი
სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის კრემისფერი იყოს. მთავარია კლასიკური ფორმის კურთუკი წელში გამოყვანილი იყოს და თქვენს ფიგურას ლამაზად აჩენდეს.
7. ბადე კაბა
ეს ჯადოსნური ბადე კაბები ყოველთვის თანამედროვე და აქტუალურია. კარგად მალავს ზედმეტ წონას.
8. მოკლე ქვედაბოლო
ვიწრო ქვედაბოლო მართლაც შეუცვლელია თქვენს გარდერობში. რა უნდა ინატროთ ფანქარის ფორმის ქვედაბოლოზე უკეთესი.
9. შლაქსები
ეს გროტესკული ფორმის შარვალი შეგიძლიათ სიგრძის მიხედვით მოირგოთ ტანზე. ცხადია ყველას არ უხდება მიდი და გრძელი შლაქსები.
10. მიდი ქვედაბოლო
რთულია იპოვო მისი შემცვლელი. დიახ, ამ დროს ქალი პროვოკაციულად გამოიყურება და მისი ფიგურის სილამაზე შეუფასებელია.