document.body.remove()
გურიის მოამბე

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 285 გახდა.
ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

აქვე, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1696 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 37263;
  • გამოჯანმრთელებულია – 19810;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 285;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  3070;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2324;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  4200 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights