„გირაოსთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ არავითარ შემთხვევაში არ არის დღის წესრიგში“,- ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კონდახაშვილი ამბობს, გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
„ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა და სასამართლო. ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მოითხოვონ გირაო და ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე.
ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომის დარბაზიდან. ისევე როგორც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს კანონზე, ზუსტად ანალოგიურია გირაოსთან დაკავშირებით მისი თანხმობა არაფერ შუაში არ არის. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია,” – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.