პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა: “გირაოსთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება. პრაქტიკულად სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს, მაგრამ იმ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია შტურმის მომწყობთა ბრიგადირი. ეს არის ის როლი და ფუნქცია, რაც მოირგო და ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული… რაღაც სისულელეებს იგონებენ და ამის გარშემო უნდათ, რომ შექმნან გაურკვეველი სიტუაცია… აქ მუშაობაა საჭირო და ამ მუშაობის რესურსი არ გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და უნდა, რომ ყველა ჩაითრიოს იმ პროცესში, რომელიც თვითონ დაგეგმეს. ერთადერთი ამ სიტუაციაში მოგებული გარეშე ძალა ვინც არის გამოდის რუსეთი და ფაქტობრივად, ფეხაწყობით არის ეს პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ნაცმოძრაობა”.-განაცხადა ვოლსკიმ.