თბილისი-ლესელიძე-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 10.
დაღუპულთაგან, ერთი სუს-ის რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი ილია (ირაკლი) გაწერელიაა, ასევე დაღუპულია ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია და ვიცე-პოლკოვნიკი, ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია.
გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა „გორმედში“ გადაიყვანა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.
ავტორი: თეა შონია