პარლამენტში შესულ ოპოზიციას მართლაც რომ საკუთარი პარტიული ინტერესები აქვს წინა პლანზე წამოწეული და აბსოლუტურად არ შედის მათ ინტერესებში ამ ეტაპზე ქართული ოცნების შეცვლა. ზუსტად ამითია გამოწვეული მათი მხრიდან ქიცებთან მიღწეული საეჭვო შეთანხმება. ყოველი მათგანი არის სუსტი და მცირე პარტია. რომელთათვისაც უპირველესი სტრატეგიული ამოცანაა პოლიტიკური წონის გაზრდა და ნაბიჯ ნაბიჯ სულ უფრო მეტი პოლიტიკური ბებეფიტის მიღება. მათ არსად ეჩქარებათ. თითოეულ მათთაგანს ძალიან თბილად აქვს უკანალი და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ გაუბედურებული ხალხი, გავერანებული ეკონომიკა და ჩამოშლილი სახელმწიფო. პირიქით, რაც უფრო დამძიმდება თითოეული ამ მიმართულების კრიზისი მით უფრო გაიზრდება მათი პოლიტიკური წონა ქოცების ფონზე.
სამწუხაროდ ხალხის კეთილდღეობა ეწირება ამ მოლაპარაკებებს და გავლენების გადანაწილებებს. არის მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ეჩქარება ქოცური ბოროტების ღერძის მოშლა და ქვეყნის ამ უმძიმესი კრიზისიდან დროულად გამოყვანა. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რომელსაც საფრთხედ განიხილავს როგორც მმართველი ძალა, ასევე ის ნომინალური ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში შევიდა საკუთარი პარტიული ინტერესების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში დარჩა ორი უპირობო ლიდერი ვისაც შეუძლია ამ ქოცური პარადიგმის დანგრევა და ისტორიის სიკეთისკენ შემობრუნება – მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდეს ახალი ინსტრუმენტებით. იმ ინსტრუმენტებით რომელიც გაუნადგურებს კომფორტის ზონას უვანიშვილის ველზე მოქმედ პოლიტიკურ სპექტრს”.-წერს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში.