“არ ყოფილა კობახიძის შემთხვევითი წამოცდენა. ამნისტია ბრალდებულის თანხმობით – ასე გაიგო ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი. ამნისტია ყველაზე და ყველაფერზე – ასე გაიგო ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი. ცხადია, რომ ამნისტია ამ ფორმით იქნება მიღებული და მელია ციხეში დარჩება და ჯალათები (დიახ, ჯალათებზეც ვრცელდება ეს ამნისტია. იხ. პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი ქვემოთ) გათავისუფლდებიან ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ხელმომწერო ოპოზციავ, გვითხარით აბა, ჩვენ როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი?
მუხლი 1.
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე”
წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის “ქართული ოცნების” ვერსიაზე.