დღეიდან სასაფლაოზე გასვლა ისევ ნებადართულია

დღეიდან სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვა იხსნება.

“ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. აკრძალვა მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე არ მოქმედებდა.

დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის, ანუ სასაფლაოზე გასვლისთვის შსს-მ 2 000-ლარიანი ჯარიმაც დააწესა. პოლიციამ საფლავზე გასული არაერთი პირი დააკავა და დაჯარიმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share