შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
შს მინისტრთან ერთად ვაქცინაცია ჩაუტარდება შს მინისტრის მოადგილეს, საპატრულო პოლიციის უფროსსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს.
ცნობისთვის, „სინოფარმის“ ვაქცინაციისთვის დღეისათვის 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებულია.