შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ.
როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.
„ამაზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, – აცხადებს გომელაური.