“ამნისტია არ უნდა შეეხოს ნიკა მელიას,რადგან თავად ამის წინააღმდეგია”

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, ამნისტია არ უნდა შეეხოს ისეთ ადამიანს, რომელიც თავად ამის წინააღმდეგია. მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრალის მხოლოდ 225-ე მუხლით წარდგენა შესაძლოა საკმარისი არ იყოს.

“თავად მელიასთვის მხოლოდ 225-ე მუხლის მიყენება მომავალში შეიძლება არც იყოს საკმარისი და ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ ეს მხოლოდ ჯგუფური ძალადობა არ იყო, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედება იყო, რომელმაც მძიმე შედეგები გამოიწვია” – თქვა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” კანონპროექტის პირველივე მუხლში მითითებულია, რომ ის შეეხება ყველას, გარდა იმისა, ვინც შეწყალებაზე უარს ამბობს. ეს “ნაციონალური მოძრაობისთვის” პირდაპირი გზავნილია, რომ “ოცნება” ნიკა მელიას ციხეში დატოვებს, ხოლო “ჯალათებს” გაათავისუფლებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share