“ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონის პროექტი სრულ ჰარმონიზაციაშია შეთანხმების დოკუმენტთან. ის პრინციპები რაც არი გაწერილი ამ დოკუმენტში არის სრულფასოვნად დაცული.
ჩიხში არის შესული ნაციონალური მოძრაობა, ისინი მთელი მოლაპარაკების პროცესის განმავლობაში გამოირჩნენ, როგორც ყველაზე არასერიოზული და უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია. მათი პოზიციები ყოველ ჯერზე იცვლებოდა, იცვლებოდა რადიკალურად”.
თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა 20 ივნისის შესახებ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.