ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ის პირველ შევხედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მართავს. ალიევი ღარიბაშვილს “ზაგულბას” სასახლეში მასპინძლობს.

მთავრობის ინფორმაციით, დაგეგმილია ღარიბაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.

პრემიერმინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share