ჰესის მშენებლობის თემაზე განხილვა დღეს ჩოხატაურის საკრებულოში გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა პროექტის სკოპინგის ანგარიში საკრებულოს წევრებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გააცნეს.
მშენებლობას გარემოს დამცველთა ნაწილი ეწინააღმდეგება. თვლიან რომ ჰესი კურორტსის ეკოსისტემასა და ტურისტულ პოტენციალს საფრთხეს შეუქმნის.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით კი გარემოზე ზემოქმედება მინიმალური იქნება .
12 მგვტ სიმძლავრის ჰესის აშენებას კურორტ ბახმაროსთან ახლოს კომპანია ,,სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო 6″ გეგმავს.