ფოტოებზე სოლომონ ზალდასტანიშვილი
გივი და ოთარ ზალდასტანიშვილების მამა სოლომონი საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მასვე ეკუთვნის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება ,,საქართველოს 1924 წლის ამბოხება”. აჯანყების დამარცხების შემდეგ ის საფრანგეთში გაიქცა, სადაც სულ მალე ოჯახის წევრები ჩავიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრ სხვა ემიგრანტთა მსგავსად ის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. სოლომონი აქტიურად მონაწილეობდა ქართველ ტყვეთა განთავისუფლების საქმეში. რუმინეთში სამხედრო ტყვეთა ბანაკში გერმანელებმა მას ნება მისცეს 500 ქართველიდან მხოლოდ 90 გაეყვანა. მაშინ სოლომონმა განაცხადა _ ოთხას ქართველს სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებო, თუ ვერაფერი ვუშველე, მაშინ მეც მათთან დავრჩებიო. მისი ძალისხმევის შედეგად ხუთასივე ტყვე იქნა გათავისუფლებული, მაგრამ თვითონ ზალდასტანიშვილი ავად გახდა და 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.