ოზურგეთში ოჯახური კლასტერები ფართოვდება- ხუთი ინფიცირებული ერთ ოჯახში
დღეს დილით ოზურგეთში, „აჭარა-ტექსტილის“ ინფიცირებული თანამშრომელი ქალის დედამთილს, კორონავირუსი იზოლაციაში ყოფნის 12-ე დღეს დაუდასტურდა.
ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან და მაზლთან ერთად ბათუმში საკარანტინე სივრცეში იმყოფება. დედამთილი და ქმარი სახლში იყვნენ. დღეს კი, შუახნის ქალს ვირუსი იზოლაციის 12-ე დღეს დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟვიამ დაუდასტურა.
„გვაქვს ოჯახური დაინფიცირების შემთხვევა, ერთი წევრის გარდა, ყველა დაინფიცირდა, სულ ხუთია კოვიდდადებითი. დღეს შუახნის ქალბატონს ვირუსი 12-ე დღეს დაუდასტურდა. ქალბატონი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში.“- გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში კორონავირუსის 190 შემთხვევაა ამ დროისთვის დადასტურებული და უმეტესონბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე მოდის.