დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ გამყრელიძემ ტვ პირველზე, გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” ისაუბრა. გამყრელიძის შეფასებით, ბავშვების ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასრულება რთული იქნება.
ჯერჯერობით, მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ ფაიზერს ჩატარებული. შეაჩერა ეს ასტრაზენეკამ, დაწყებული ჰქონდა კვლევები და კიდევ რამდენიმე კომპანიამ. რამდენადაც მე ვიცი, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით არ ჰქონდა მიცემული დასტური ბავშვებში გამოყენებაზე ეხლა კანადას შეიძლება ჰქონდე სმესამე ფაზის კვლევა. გიდასტურებთ იმას, რომ თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, ისე რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება. იმიტომ რომ კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს,იცით რომ შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას ბავშვები, მაგრამ ისინი არიან აქტიური გამავრცელებლები.