კანადის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Pfizer/BionNTech-ის კორონავირუსის ვაქცინით აცრა დაუშვეს.
კანადა პირველი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის Pfizer/BionNTech-ისვაქცინის გამოყენება დაუშვეს. სამინისტროს გადაწყვეტილება ეფუძნება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მესამე კლინიკური ცდების მონაცემებს.
“დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ვაქცინა ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხო და ეფექტიანია”. – თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა.
კანადაში 16 წლის და უფროსი ადამიანებისთვის Pfizer/BionNTech-ითაცრა დაშვებულია.
Reuters აშშ-ს ჯანდაცვის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია მსგავს ნაბიჯს, სავარაუდოდ, “ძალიან მალე” გადადგამს.
Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, ცდის მესამე ფაზის შედეგით, მათი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში.
ცდაში 2 260 12-დან 15 წლამდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას. კომპანიისვე განცხადებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ ვაქცინა წარმოქმნის ძლიერ საპასუხო ანტისხეულებს.
ცდის შემდეგ 18 ბავშვს დაემართა კორონავირუსი, ოღონდ ისინი იყვნენ იმ 1129-კაციან ჯგუფში, რომლებსაც პლაცებო გაუკეთეს. ხოლო, ვისაც Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთეს, კორონავირუსი არავის დამართნია.