მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მკვიდრი, ვალერიან ლომთათიძე, 101 წლის გახდა.
ბატონი ვალერიანი 21 წლის იყო, როცა ომში გაიწვიეს. თავდაპირველად, ფინეთის საზღვართან იბრძოდა, შემდეგ კი_ ლენინგრადის ბლოკადაში მოუწია ყოფნა; ბლოკადის დასრულებამდე არ მიუტოვებია ალყაშემორტყმული ქალაქი; 1944 წელს მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, ფრონტიდან სამშობლოში დაბრუნდა და მას შემდეგ, მშობლიურ ბუკნარში ცხოვრობს.
იუბილარს, დაბადების დღე, ჩოხატაურის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.