გორთან მომხდარი ავტოავარიის შემთხვევასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე დააპატიმრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს, 30 ოქტომბერს გამთენიისას თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა დაფი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრიც დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სტატიები
- 64
ავტოსაგზაო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც გამთენიას გორთან მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება 5 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს. აქვე, დაშავებულია 11. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. განცხადება სრულად: 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო…