კირითხურო, ქვითხურო… – ოსტატების რეესტრზე დეტალებს წულუკიანი ხვალ გააჟღერებს

კირითხურო, ქვითხურო… – ოსტატების რეესტრზე დეტალებს წულუკიანი ხვალ გააჟღერებს. კულტურის მინისტრმა ამ თემაზე ბრიფინგი უკვე ჩანიშნა. მანამდე კი, მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან სულ მალე, თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრის შექმნა დააანონსა. როგორც მაშინ თქვა, რეესტრი მზად, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ იქნება და ოსტატების სერტიფიცირების პროცესიც დაიწყება.

…ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან: კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა. მთელი ჩამონათვალია, მათ შორის ჩემთვისაც ბევრი უცნაური სიტყვისა… მჭედელი არ ყავს ქვეყანასო, იძახიან, მაგრამ არიან ქვის ოსტატები და სხვ. რომელთაგანაც რეესტრი უნდა შევქმნათ, – თქვა მაშინ წულუკიანმა TV იმედთან. 

ცნობისთვის, თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად
პრემიერის 19 მარტის განკარგულებით დაინიშნა. კულტურის მინისტრის ამპლუაში, წულუკიანმა დაიწყო კულტურის კოდექსზე მუშაობა და რეპრესიებიც დაანონსა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share