” მიმაჩნია, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში “ქართული ოცნება” არის ყველაზე ადამიანური, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარტია და ქვეყანას ჰყავს ძალიან მონდომებული და წესიერი მთავრობა.
ბატონმა ბიძინამ იმდენი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის, ჯერ თავისი ქველმოქმედებით და მერე ამ მოუშორებელი ჭირის – “ნაცმოძრაობის” მოშორებით, რომ მას უდიდესი ავტორიტეტი აქვს და ექნება. რაც შეეძლო და რაც საჭიროდ მიაჩნდა, გააკეთა ქვეყნისთვის, შემდეგ კი თავისი სურვილით წავიდა. დროთა განმავლობაში ადამიანს პრიორიტეტები ეცვლება და მწამს, რომ ამ გადაწყვეტილებაში გულწრფელია”.-განაცხადა წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.