“საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით“ _ ლანჩხუთელი სპეციალისტი ქალთა მსოფლიო პირველობის კენჭისყრის შესახებ

“საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით“ _ ლანჩხუთელი სპეციალისტი ქალთა მსოფლიო პირველობის კენჭისყრის შესახებ დღეს, 15:43 კოპირება ლანჩხუთელი სპეციალისტი პირველად წარუძღვება ეროვნული ნაკრებს მთავარი მწვრთნელის რანგში მსოფლიო პირველობის შესარჩევ ეტაპზე _ გიორგი ჩხაიძის გამოცდა ფიფას 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომლის წილისყრაც გაიმართა. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის 11 საგზურისთვის, ევროპის ზონიდან 51 ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წილისყრის შედეგად A ჯგუფში მოხვდა. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. გამართულ წილისყრასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ნაკრების ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა:„საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოგვიწევს თამაში. რთული მატჩები იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მეტოქეს ღირსეულად ვეთამაშოთ და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მეტი ქულა ავიღოთ. საინტერესო იქნება ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში. ოფიციალური მატჩების გამართვამდე, დაგეგმილია საწვრთნელი შეკრება, აგრეთვე ამხანაგური თამაშები ივნისში. სწორედ ამ შეკრებაზე გამოვცდით ფეხბურთელებს სხვადასხვა პოზიციაზე და ეს იქნება ერთგვარი გაცნობითი ხასიათის შეკრება. სექტემბრიდან უკვე ოფიციალური თამაშები გველოდება, კალენდარზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და მოგვიანებით გახდება ცნობილი.” _ განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.

წყარო: “გურია თუდეი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share