“დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ორი მხარე აქვს, ერთის მხირვ არის ის, რომ სასულიერო პირი უნდა საეკლესიო ქცევის ნორმებში დარჩეს, მიუხედავად გარემოებებისა და გარემოება ამ შემთხვევაში, მეორეს მხრივ იყო სრულიად ერთმნიშვნელოვნად ამას ვაფასებთ როგორც პროვოკაცია. ივერი მელაშვილი არის ბრალდებული და არის გირაოთი გამოსული და სავარაუდოდ, იმ პირობით, რომ არ ექნება მცდელობა მოწმეებზე ზეგავლენისა, ამიტომ იმ ადგილზე, სადაც სავარაუდო დანაშაული აქვს ჩადენილი, მისი ჩასვლა, ერთმნიშვნელოვნად აღიქმება, როგორც პროვოკაცია.
მე მგონია, რომ და ესეთი აზრი არსებობს, რომ შეიძლება თავად ივერი მელაშვილი არც გეგმავდა იქ ჩასვლას, ეს არის “მთავარი არხის” დაგეგმილი. ალბათ ისინი შეინანებენ, მამები, იმიტომ, რომ ცალსახად ეს არის გადაცდენა საეკლესიო ქცევებიდან”, – თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.