მოსყიდვა, ზეწოლა, ფულის დარიგება – ოპოზიცია სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც საფრანგეთს პარლამენტის  მაღალი რანგის საჯარო მოხელეებითა და საერთაშორისო ექსპერტებისგან შედგება, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა წინასაარჩევნო გარემო.

“ვისაუბრეთ იმ არჩევნებზე, რომელიც ბოლო პერიოდში არის საქართველოში, ეს არის მოსყიდვა, ეს არის ზეწოლა ჩვენი კომისიის წევრებზე, ეს არის ფულის დარიგება, ეს არის პირადობების ჩამორთევა ადამიანებზე, რომ მერე არ მივიდნენ და არ მისცენ ხმა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მასწაველბლებზე, სკოლის დირექტორებზე, ბაღის გამგეებზე ზეწოლა, ეს არის ძალადობა, რომელიც ჩვენ უკვე ბევრჯერ ვნახეთ” – ამბობს სერგი კაპანაძე, პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე და ფრაქცია “ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი. 

ასევე დღეს, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ქცევის კოდექსსა და მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ერთობლივი მისია არჩევნების დღეს ქვეყნის მასშტაბით 10 რეგიონში 100 კაციანი მისიით იქნება წარმოდგენილი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისია არჩევნებს საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზეც დააკვირდება.

ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანგარიშიც გამოქვეყნდა. “საიას” დამკვირვებლებმა 1-26 ოქტომბრის პერიოდში ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების შემთხვევები დააფიქსირეს. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share