“American Dream“-ბოხვაურში ინგლისურ ენაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თეონა აროშიძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ინგლისურ ენაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილი მე-6 კლასში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა და მისი თემა „American Dream“ იყო. პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა. საგაკვეთილო პროცესს ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფი ესწრებოდა.

წყარო: ეტალონი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share