საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რვა თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ცნობილია შეწყალებულებიდან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა, ხოლო ხუთ მსჯავრდებულს, მათ შორის, ერთ ქალს, დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.
აღნიშნული შეწყალების აქტი პრეზიდენტმა დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.