აივაზი; 65 წლის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი სუფსა; პრობლემები მქონდა და წამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გამომკეტეს 28 საათი – მშიერი მწყურვალე ვიყავი ლანჩხუთში, შვილმა საჭმელიც გამომიგზავნა და ისიც არ მომცეს, დაკეტილი ვიყავი მთელი დღე და ღამ,ე, შემდეგ დილით, ფოთის ბრიგადამ გადამიყვანა ქობულეთში და რომ ჩავედი ქობულეთში პირველი სიტყვა ვუთხარი პური, სიცხეც მქონდა, 460 მქონდა შაქარი და ქობულეთის საავადმყოფომ გადამარჩინა სიკვდილს, დაახლოებით 40 საათი ვიყავი მშიერი ლანჩხუთის საავადმყოფოში. მესამე სართულზე, გურიაში, გარეთ გამოშვება კი არა წყალი არ გამომიგზავნეს, რაის წამალი, რის წამალი – არაფერი საერთოდ, გასინჯვით კი გამსინჯეს პირველ დღეს, 6 საათამდე დახმარება გამიწიეს, მაგრამ საღამოს მერე ჩამკეტეს პალატაში, სიმართლეს ვიტყვი, სუფსაში ვცხოვრობ, 112ში დარეკეს და გადამიყვანეს ბრიგადამ ლანჩხუთის საავადმყოფოში და მითხრეს კორონა გაქვსო, სიცხე მქონდა 37 და 5, 38 არ მქონდა. თუ სიცხეს ვერ აქრობენ საავადმყოფოში რა მინდოდა. მე ფერმაში ვმუშაობ, ახლა კარგათ ვარ კარანტინი ყველაფერი მომეხსნა და ხვალ ან ზეგ თავისუფალი ვარ, 40 საათი ვიყავი უჭმელ უსმელი, ბოლოს როგორც ქალი მოკვდა ბათუმში ინსულტით, რომ ქონდა მეც ესე მელოდება მშიერი მოვკვდები მეთქი. Mმე მარტო ვიყავი პალატაში, შვილმა მომიტანა საჭმელი, მაგრამ საჭმელი ჩემამდე არ ამოვიდა, რა ვიცი ალბათ ექიმებმა შეჭამეს.