“ავარჯიშეთ საკუთარი ტვინი, აიძულეთ ხშირად იფიქროს პოზიტიურზე”

ადამიანის თავის ტვინს იმაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. შესაძლებელია მისი ვარჯიში და სხვაგვარად ამუშავება, რაც საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება.

ტვინი ვერ ხედავს განსხვავებას რეალობასა და წარმოსახვას შორის. ის ერთნაირად რეაგირებს ყველაფერზე, რაზეც ვფიქრობთ. ზუსტად აქედან გამომდინარეობს პლაცებო ეფექტი. შაქრის ნატეხმაც კი შეიძლება განკურნოს ადამიანი, თუკი ჩათვლის რომ წამალს იღებს.
პლაცებოს საწინააღმდეგოდ მუშაობს ნოცებო. თუკი ჰიპოქონდრიკი ახალ ამბებში რაიმე დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაციას მოუსმენს, შესაძლოა ამ დაავადების სიმპტომებიც კი შეიგრძნოს ფიზიკურ დონეზე.

როცა ადამიანი სამყაროს ვარდისფერი სათვალიდან უყურებს, სისხლში სეროტონინის დონე მატულობს და უფრო ხშირად გრძნობს თავს ბედნიერად.
ნებისმიერმა კონსტრუქციულმა აზრმა ან ნათელ მომავალზე ფიქრმა შესაძლოა გააუმჯობესოს ფიზიკური მდგომარეობა.

ადამიანი ხედავს იმას, რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობს. მაგალითად ახალ ავტომობილს თუ შეიძენთ, უფრო ხშირად შეამჩნევთ ამ მარკის მანქანას. საქმე იმაშია, რომ თქვენ იწყებთ უფრო მეტ ფიქრს ამ ავტომობილზე, ვიდრე მანამდე ფიქრობდით.

რატომ არის საჭირო ამის ცოდნა?

რადგანაც ადამიანს ნებისმიერი სტრესული სიტუაციიდან შეუძლია გამოვიდეს საკუთარი აზროვნების შეცვლით.

ნეგატიური ფიქრები ქმნიან სტრესს და დაძაბულობას, თუნდაც საამისო მიზეზი არ გვქონდეს.

ავარჯიშეთ საკუთარი ტვინი. აიძულეთ ხშირად იფიქროს პოზიტიურზე. რაც მეტს ეცდებით, უფრო ადვილად გამოგივათ.

დროის უმეტეს ნაწილს თავის ტვინი ავტოპილოტზე მუშაობს.
საშუალოდ დღის განმავლობაში ადამიანის ტვინი გენერირებს 60 000 აზრს. 40000-ზე მეტი ამათგან ის აზრებია, რომელიც წინა დღეს გვიტრიალებდა გონებაში. აი ამიტომაც უნდა შეიცვალოს პერიოდულად ჩვეული გარემო ახლით, რომ ,,გაიწმინდოს” ტვინი.

ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს იმას, რისიც ჯერა. რადგანაც ნებისმიერი ფიზიკური პროცესი პირველ რიგში აზრიდან იწყება, რომელიც ჩვენს გონებაში აღმოცენდება.

 ნინა ვასაძე

წყარო: ასტრო-ფსიქოლოგია

jolo.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share