20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეები ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეები ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

“20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მშვიდობიანი დემონსტრანტები პრინციპულად არ ვეთანხმებით და ვგმობთ როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ამას ვპროგნოზირებდით კიდევაც, რომ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების ხელმოწერის შემდგომ, რომლის პირველი პუნქტი გულისხმობდა ,,19-21 ივნისის ყველა დარღვევაზე და დაკავებაზე ამნისტიას’’ ქართული ოცნება გამოიყენებდა  შანსს და შეეცდებოდა ამნისტიის კანონპროექტით სამართლებრივი-პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სადამსჯელო ოპერაციაზე, რომლის ფარგლებში ჩვენ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა გარდა უფლებრივი დარღვევებისა, მივიღეთ მძიმე ფიზიკური ზიანი.

ჩვენთვის გასაკვირი არ იყო ოცნების მიერ კანონპროექტის ამ ტექსტით მიღება, რომელიც ამნისტიას ახებს 20 ივნისის ყველა ჯალათსა და უკანონო ბრძანების გამცემ საჯარო მოხელეებს.

რაც შეეხება ოპოზიციის კანონპროექტს შეიძლება ითქვას, რომ ეს ინიციატივა მათი მხრიდან არის მორალური სახის შენარჩუნების ფუჭი პოლიტიკური მცდელობა, რომელიც ვერც სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share