ვახტანგ გომელაური პრეზიდენტს ხვდება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტს ხვდება, შეხვედრა სავარაუდოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ წარიმართება.

საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს იმ ტიპის სამართლებრივ მუხლებზე, რომლითაც სამართალდამცველები უმეტესად სამოქალაქო აქტივისტებს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებენ. კანონპროექტის ფარგლებში იზრდება ფინანსური სანქციაც და პატიმრობის ვადაც.

გუშინ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებოდნენ, მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, შესაძლოა, ხსენებულ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

პარლამენტმა კი ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უკვე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share