„გერმანელ პარტნიორებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ისე ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე. გერმანია ჩვენი ძალიან მყარი და საიმედო მხარდამჭერია”,- ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
“მოვისმინეთ მადლობის სიტყვები ავღანეთში, ჩვენს მისიასთან დაკავშირებით, რომელიც მალე დასრულდება. ჩვენ, ორ სახელმწიფოს ძალიან მყარი და საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს. ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა არსებობს და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში შეხვედრებს მართავს.