„სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გამოვიდეს „ქართული ოცნების“ ჩრდილიდან“, – განაცხადა დღეს, 7 მაისს, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ.
მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტს მოუწევს პოზიციის დაფიქსირება.
„თავისთავად ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა, „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტზე ვეტო დაადოს თუ არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გამოვიდა და ცდილობს, გამოვიდეს „ქართულიოცნების“ ჩრდილიდან.
ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტს უკვე მოუწევს პასუხის გაცემა, ვეტოს ადებს თუ არ ადებს და პასუხი გულისხმობს პასუხის გაცემასაც შეკითხვაზე – რატომ აკეთებს ამას”, – განაცხადა კორძაიამ.