ნიკა მელია თანახმაა, ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბოტკოველმა მელიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მელიასთან ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი გავიარეთ, რაც ჩვენს დღევანდელ, სამომავლო საქმიანობას ეხება, ბევრ საკითხზე შევჯერდით. ამ დღეების განმავლობაში, ბევრი სიახლე იქნება.
დარწმუნებული ვარ, ცოტა დროა დარჩენილი, რომ ნიკა მელია გარეთ გამოვიდეს, ამის შემდეგ თვითონ განაცხადებს თავის გეგმებზე, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გირაოს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება, იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, მისი პოზიცია უცვლელია”, – განაცხადა ბოტკოველმა.