„პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ უნდა დაადოს,“ – განაცხადა დღეს, 7 მაისს, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარეძემ.
მისივე თქმით, ვეტოს დადების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„მას არ მოუხდენია თავისი განწყობის დეკლარირება, მან ყურადღებით მოგვისმინა, კითხვები დასვა და მის დასკვნებზე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, პრეზიდენტი თუ კანონში შესულ ცვლილებებს თუ ვეტოს დაადებს, ამას სამართველბრივი საფუძველი ვერ ექნება,“ – განაცხადა მდინარაძენ. .
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მამუკა მდინარაძესა მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.
პრეზიდენტმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებები განიხილეს.
ოპოზიცია ზურაბიშვილს მოუწოდებს, კანონპროექტს ვეტო დაადოს. შეხვედრები ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრებთან პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო.
პრეზიდენტი დღეს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც შეხვდა. ორბელიანის სასახლე მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა.
შეგახსენებთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო, ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა. კანონი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისათვის ჯარიმების გამკაცრებას გულისხმობს, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც უარყოფითად შეაფასა.