მდინარაძე: მელია დაეთანხმა იმას, რომ ყოფილიყო სააკაშვილის პირადი პატიმარი

“თუ მან ისევ, მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია რომ მიიღებს გირაოს და გირაოს პირობებს დათანხმდება, ეს ძალიან კარგია, უბრალოდ თავი ჩაიგდო სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი. სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ ძალიან წარმატებით სრულდება, მათ შორის ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ეს კარგია, იმიტომ რომ შეთანხმების საგანიც ეს იყო – ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს მისმა ხელმძღვანელმა სააკაშვილმა და თანაპარტიელებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები”.- განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share