2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოზურგეთში ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავისი მნიშვნელობითა და წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის პერიოდში მიმდინარე პროცესებით. “ოცნებას ს” კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს შორის დაპირისპირება მთელი ორი ტურის განმავლობაში ფაქტობრივად უკომპრომისო ოყო. საბოლოოდ კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა, რაც მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის კონკურენტის მიმართ ოზურგეთელების არასახარბიელო დამოკიდებულებამ.
ვინ ითამაშა მთავარი როლი შარაშენიძის გამარჯვებაში, კონკურენტმა, ხალხმა, თავად კანდიდატმა თუ სიორიძის მომრავლებულმა “მტრებმა” ამაზე “გურიის მოამბემ” გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული და რაშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გამოკითხვა კი ასეთია: