გურულის მონოლოგი: ფირალობა და ტერორისტობა ჩემო ბიძია, კაი ცხოვრებამ კი არ მეიტანა, გაჭირვებამ და უსამართლობამ იცის მაგი ანბავი. ფირალს ტყეში ყოფნა სახლში ყოფნას რავა ერჩია, მარა შუუჩდებოდენ და გააქევდენ ფირალად. მარა ტერორი გურულების მოგონილია არაა. ღმერთო მომკალი! ეს რავა გეკადრება, ბიძია! თელი დუნია იყო გადარეული ამ ტერორით, რამდონი კაცია მოკლული, ხომ ვერ დეითვლი! თანაც ვინ, არ იკითხავ? სახენწიფოს პირველი კაცები… თანაც იმფერ ქვეყნებში ნამეტანი მდიდარი და ნამეტანი განათლებილი რუმაა – ფრანცია, ამერიკა, იტალია და რა ვიცი კიდომ რომელი ერთი გითხრა.
გურული ფირალების ეს ფოტო ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.
ავტორი: ირაკლი მახარაძე