შესაძლოა კი არა ეს პროცესი დაწყებულია, – ასე პასუხობს გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” წამყვანების კითხვას იმაზე, რომ შესაძლოა ამომრჩეველმა ოპოზიციას ზურგი აქციოს.
“დინამიური არ არის ოპოზიცია და მერე თავის ამომრჩევლებს ვეღარ დაარწმუნებენ. აი მაგალითად, ცალ-ცალკე რომ გავლენ პირველ ტურებში მისცემენ თუ არა ხმას… კი, შეიძლება მოუწოდონ გულწრფელად თავიანთ ამომრჩევლებს, რომ ფინალში გასულებს მხარი დაუჭირონ, მაგრამ ამომრჩეველი ძალიან გაღიზიანებულია ოპოზიციურ პარტიებზე. ძალიან დიდი ხანი ვაფრთხილებდი პარტიებს, რომ ისე არ ქნათ ამომრჩეველმა საერთოდ უარი თქვას პოლიტიკურ ოპოზიციაზე”, – თქვა სანიკიძემ.
შესაძლოა თუ არა ამომრჩეველმა ოპოზიციას ზურგი აქციოს? სანიკიძე პასუხობს: “შესაძლოა კი არა, დაწყებულია ეს პროცესი. ოპოზიციამ მიტინგს თავი რომ ვერ მოაბა, ეს ამის მიზეზია”, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
მისი თქმით, მან არ იცის იქნება თუ არა 15 მაისის აქცია.