12 ქვეყანა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა “მწვანე სიაში” შეიყვანა და კარანტინი მოუხსნა

გადაწყვეტილება, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო, ძალაში 17 მაისიდან შევა. ინფორმაციას ამის შესახებ ბიბისი ავრცელებს.

“მწვანე სია” იმს გულისხმობს, რომ ოგზაურობის მსურველებს, რომლებიც ინგლისში “მწვანე სიაში” შეყვანილი ქვენებიდან დაბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

“მწვანე სიაში  მოხვდა პორტუგალია, ისრაელი, გიბრალტარი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ინგლისში სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

რაც შეეხება თურქეთს, მალდივებს და ნეპალს, ამ ქვეყნებს ინგლისი 12 მაისიდან წითელ სიაში შეიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მოგზაურებს, დაბრუნებისთანავე მოუწევთ 10 დღიანი კარანტინის გავლა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share