საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ლიგა 3. მეხუთე ტური
“კოლხეთი” ხობი – “ბახმარო” ჩოხატაური – 1:2 (1:1)
1:0 ტორაძე (12′), 1:1 ბალარჯიშვილი (21′), 1:2 მაჭავარიანი (57′)
ხობში ლიგა 3–ს მეხუთე ტურის შეხვედრა გაიმართა ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე მოუგებელი “კოლხეთი” და ჩოხატაურის “ბახმარო” წარსდგნენ. მატჩი მასპინძელთა გუნდის ახალგაზრდა ქომაგის გია ბერაიას სულის უკვდავსაყოფად წუთიერი დუმილით დაიწყო. შეხვედრა მასპინძელთათვის საკმაოდ კარგად დაიწყო ისინი მე–12 წუთზე ოთარ ტორაძის გატანილი გოლის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და საკმაოდ მალე 21–ე წუთზე გიორგი ბალარჯიშვილისაგან საპასუხო გოლიც მიიღეს. მეორე ნახევარში კი უფრო მეტად სტუმრებს გაუმართლათ 57–ე წუთზე ნოდარ მაჭავარინმა გაიტანა და როგორც აღმოჩნდა ეს იყო ამ შეხვედრაში ბოლო გოლი, რომლითაც “ბახმარომ” მიმდინარე ლიგა 3–ში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ხობის “კოლხეთმა” კი ეს საქმე სამომავლოდ გადადო