“ჰესების წინააღმდეგ მიზანმიმართული აგრესია, ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში დააზარალებს”

„საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზე წყალი და მასთან დაკავშირებული რესურსებია, რამაც შეიძლება ქვეყანა კონკურენტუნარიანად აქციოს საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ჰესების წინააღმდეგ მიზანმიმართული აგრესია და ანტიპიარი მიმდინარებს, რომლის უკანაც იოლი მისახვედრია ვისი ინტერესები დგას“ – განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე შარაშენიძე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, რომელთაც ქვეყანაში ჰიბრიდული ომის ნიშნებზე და ენერგეტიკის სფეროში მიზანმიმართულ ანტიპიარზე ისაუბრეს.

შარაშენიძის განმარტებით, საქმე არ ეხება მხოლოდ ნამახვანჰესს. ის წინააღმდეგობა, რაც მთელი ჰიდრორესურსებისკენაა მიმართული ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში დააზარალებს.

როგორც შარაშენიძემ განაცხადა, ის მოსაზრება, რომ საქართველოს შეუძლია აქცენტი გააკეთოს მზისა და ქარის ენერგიზე და ამით უზრუნველყოს ქვეყნის ენერგომოხმარება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა და მსოფლიოში სულ რამოდენიმე ქვეყანაა, ვინც ამას მიაღწია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: